logo
ENG



პოლიტოლოგები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ქვეყანაში ავტორიტარიზმზე საუბრობენ

06 თებ 202020:34
3 წუთის საკითხავი
 

უზურპირებული ძალაუფლება, არაფორმალური მმართველობა, პოლიტიკური ოპონენტების მისამართით დაწყებული რეპრესიები - პოლიტოლოგები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ქვეყანაში ავტორიტარიზმზე საუბრობენ. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ დიქტატორის ტიტულსაც მოირგებს. ხელისუფლება კრიტიკას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისგანაც იღებს. დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევაზე ღიად საუბრობენ საქართველოს დასავლელი პარტნიორებიც.  

პოლიტოლოგების თქმით, საქართველოში ჩამოყალიბებულ მმართველობის მოდელი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ახორციელებს, უზურპირებულია, მოქცეულია არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ხელში და იმისთვის, რომ ეს შეინარჩუნოს მაჟორიტარული სისტემა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  

საქართველოში ავტორიტარიზმის დამყარებაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებშიც. მათი განცხადებით ღიად დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევა 20 ივნისის მოვლენებზე გამოჩნდა, როდესაც პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და ადამიანის უფლებები შელახა. 

ავტორიტარიზმისა და დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევაზე საუბრობენ საქართველოს დასავლელი პარტნიორებიც. ვაშინგტონიდან მიღებული 10-მდე წერილისა და ევროპარლამენტიდან მიღებული კრიტიკის შემდეგ, "ქართული ოცნება" უკან დახევას არ აპირებს. 


close დახურვა