logo
ENG



პოლიცია აქტივისტებს კარავში ხის პალეტების შეტანის უფლებას არ აძლევს

02 დეკ 202017:54
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/02/wrpicp2kq8wxhr3.png

პარლამენტის შენობის უკან, იქ, სადაც აქტივისტებს საპროტესტო კარავი აქვთ გაშლილი, ხმაურია. 

პოლიციამ აქტივისტებს არ მისცა საშუალება, კარავში ხის პალეტები შეიტანონ.

მოქალაქეებს, რომლებიც პარლამენტთან 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს პერმანენტულად აპროტესტებენ, სურთ, პალეტებზე ლეიბები გაშალონ, რათა სიცივეს უკეთ გაუმკლავდნენ და ღამით პირდაპირ ასფალტზე არ დაიძინონ


close დახურვა