logo
ENG



პოლიციამ ანკარაში გამართულ დემონსტრაციაზე 25 ქალი დააკავა

13 აგვ 202009:21
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთის პოლიციამ ანკარაში გამართულ დემონსტრაციაზე 25 ქალი დააკავა. შეკრებილებმა პრეზიდენტ რეჯეპ ტაიფ ერდოღანის გეგმა გააპროტესტეს, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობისგან დასაცავად თურქეთის საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გაყვანას გულისხმობს.

თურქი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, მმართველი პარტია ამ კვირაში გადაწყვეტს, დატოვოს თუ არა ევროპული შეთანხმება.

2011 წელს, ევროპის საბჭოს ხელშეკრულების ხელმოწერის მიუხედავად, ოჯახში შექმნილი ძალადობის თავიდან აცილების, დევნის აღმოფხვრისა და თანასწორობის დაპირების მიუხედავად, თურქეთში გასულ წელს ფემიციდის 474 შემთხვევა დაფიქსირდა.


close დახურვა