logo
ENG



პოლიციამ აქციის მონაწილეებს ღარიბაშვილის ფოტოიანი პლაკატები წაართვა და დაუხია

01 ივნ 202321:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/01/c3oxcvdkzqojqj0.png

პოლიციამ პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოიანი პლაკატები წაართვა და დაუხია.

აქტივისტები ამბობენ, რომ ერთ ბანერზე ღარიბაშვილის ფოტოები ჰქონდათ, მეორეზე კი ეწერათ ბიძინა ივანიშვილის ფრაზა - "რაც გინდათ, ის დაუძახეთ". 

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

აქტივისტები ბრატისლავაში ღარიბაშვილის გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებდნენ. 

ღარიბაშვილმა პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკა გაიმეორა.

"ყველამ იცის მგონი მიზეზი [...] ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი. [...] არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი, ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ.


close დახურვა