logo
ENG



პოლიციამ დააკავა 3 ადამიანი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ში უკანონოდ უშვებდნენ

18 თებ 202313:14
3 წუთის საკითხავი
 

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა 3 ადამიანი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების აშშ-ში უკანონოდ გამგზავრებას ორგანიზებას უწევდნენ და პირობებს უქმნიდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ვ.-მ შექმნა ტურისტული კომპანია, რომელიც ორგანიზებას უწევდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ გამგზავრებას და იქ დარჩენას. ნ. დ. და ნ. ბ. აღნიშნულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებული.

ბრალდებულები თბილისში და ქუთაისში დააკავეს. დანაშაული თავისუფლების 6 წლით აღკვეთას ითვალისწინებს. 

"გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლის მსურველ პირებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, შესაბამის დოკუმენტაციას უმზადებდნენ, რის შემდეგაც სხვადასხვა ქვეყნის გავლით ახდენდნენ მათ ტრანსპორტირებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები უკანონოდ გადადიოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში", – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულების სამუშაო ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ფულადი თანხა, დოკუმენტები, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები.

გამოძიება სსკ-ის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და ორგანიზებას გულისხმობს.


close დახურვა