logo
ENG



პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც მარნეულში თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა - შსს

15 ივლ 202217:22
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც მარნეულში თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, შემთხვევა 14 ივლისს მოხდა. 

"1973 წელს დაბადებული ა.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში, მიწის ნაკვეთის საკუთრებასთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი - 1958 წელს დაბადებული ტ.ე. სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა", - ამბობენ შსს-ში.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა