logo
ENG



პოლიციამ დალუქა ბინა, სადაც გახრწნილი ხორცი და ფეკალიებით სავსე კონტეინერები აღმოაჩინეს

19 ივნ 202217:03
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციამ სანზონაში დალუქა ბინა, სადაც გახრწნილი ხორცი და ფეკალიებით სავსე კონტეინერები აღმოაჩინეს.

ადგილობრივებმა სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მეზობლები ბინიდან უსიამოვნო სუნმა შეაწუხა.

მეზობლები ამბობენ, რომ ქალმა პოლიციას კარი არ გაუღო, რის შემდეგაც ისინი სახლში ძალისმიერი მეთოდით შევიდნენ. მათივე ცნობით, ბინაში მცხოვრები ქალი ამტკიცებს, რომ ხორცი გაუფუჭდა და გადაყრა ვერ მოახერხა. ისინი ამბობენ, რომ ბინის მეპატრონე ექიმი-თერაპევტია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ ხორცი ექსპერტიზაზე გადაიტანეს. მათი თქმით, დაწყებულია გამოძიება.


close დახურვა