logo
ENG



პოლიციამ კასპში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული კაცი დააკავა

13 თებ 202215:30
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციამ კასპში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი კაცი დააკავა - 1984 წელს დაბადებული გ.ა. 

შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, ურთიერთშელაპარაკებისას, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა თანასოფლელს - 1976 წელს დაბადებულ ა.ს.-ს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


close დახურვა