27 წლის კაცი, რომელიც მშობლებისა და ბებიის მკვლელობაშია ბრალდებული, პოლიციამ უკვე დააკავა.
მომხდარზე განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროც ავრცელებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960 წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თელავში, 27 წლის კაცმა, მშობლები და ბებია ცეცხლსასროლი იარაღით დღეს მოკლა.