პოლიციამ თბილისში უკრაინელი ტურისტის ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. 1967 წელს დაბადებულმა მამაკაცმა აბაშიძის ქუჩაზე უკრაინის მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ კი მისი ნივთები დააზიანა. დაკავებული ტაქსის მძღოლი იყო.
გამოძიება ძალადობისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, 126-ე და 187-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.