logo
ENG



პოლიციამ ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა

15 ოქტ 201921:07
3 წუთის საკითხავი
 
r19icj56dwcfhq0.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 1972 წელს დაბადებული ლ.ძ. დააკავეს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, რაც 3-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქმეზე ჩატარებული ინტენსიური და კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ორი პირი 10 ოქტომბერს თბილისში დააკავა. 1962 წელს დაბადებულ ზ.ც.-ს და 1973 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინათ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 1962 წელს დაბადებულმა ზ.ც.-მ და 1973 წელს დაბადებულმა დ.ჯ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიაყენეს. თუმცა, გამოძიებით ასევე გამოიკვეთა, რომ ზ.ც.-ს და დ.ჯ.-ს მიერ ლ.ძ.-ის მკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა ლ.ძ.-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით გ.ც.-ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

 


close დახურვა