შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლში განზრახ მკვლელობის ბრალდებით მოქალაქე დააკავეს. დაკავებული 2009 წელს დაბადებული გ.ყ. არის.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1950 წელს დაბადებულ ზ.ლ.- ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
"მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაჭრილი კაცი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო", - წერია შსს-ს განცხადებაში.
დანაშაული 10-15 წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
შსს-ის თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.