პოლიციამ წნორში მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, ბაგრატ ოზმანიანი მეტსახელად გონგორა ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადაზიდვის ფაქტზე აიყვანეს. ოზმანიანის ჩხრეკისას დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
ოზმანიანი წარსულში ნასამართლევია. ის სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა და ახლო კონტაქტი ჰქონდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან.