logo
ENG



პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ერთი პირი დააკავა

08 ივნ 202022:32
3 წუთის საკითხავი
 
bnuskj38cvgik4x.jpeg

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით ერთი პირი დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ხელის არეში დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები - 2 დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.


close დახურვა