logo
ENG



პოლიციელებმა დაჭრილი გოჩა ვეფხვაძის მანქანა აღმოაჩინეს

06 ოქტ 201922:00
3 წუთის საკითხავი
 
dgwk80235pst75q.jpeg

სამართალდამცველებმა თეთრ BMW-ს გახოკიძის ქუჩაზე მიაკვლიეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მათ ავტომობილი გაჩხრიკეს და თითის ანაბეჭდები ამოიღეს. 41 წლის გოჩა ვეფხვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მას ჭრილობები მიყენებული აქვს როგორც ცეცხლსასროლი იარაღიდან, ისე - ცივი იარაღით.

დაჭრილი საცხოვრებელი სახლის ეზოდან წაიყვანეს და ქუჩაში ავტომობილიდან გადმოაგდეს. მას დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან მოუვიდა.

ეს ვეფხვაძეზე თავსასხმის პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე წლის წინ მას თბილისში დაპირისპირება ერთერთ ცნობილ დაჯგუფებასთან ჰქონდა. 

 


close დახურვა