logo
ENG



პოლიციელი მელიას ადვოკატს: სასამართლოს გადაწყვეტილების ხელის შეშლა კანონით ისჯება

23 თებ 202107:44
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/23/3rxi723s0xudwot.png

ამ წუთებში პოლიციელები ენმ-ის ოფისთან არიან მობილიზებულნი. ისინი შენობაში შესვლას ცდილობენ, რათა ნიკა მელიას განჩინების ფურცელი გადასცენ. ერთერთი პოლიციელის განცხადებით, მელიასთვის განჩინების აღსრულების მშვიდ ვითარებაში არგადაცემა კანონით დაისჯება.

"ნიკა მელია იმყოფება ამ შენობაში და გვსურს მოვახდინოთ სასამართლო განჩინების აღსრულება. განგიმარტავთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ხელის შეშლა კანონით ისჯება. ჩვენი მიზანია მშვიდ მოვახდინოთ სასამართლო განჩინების აღსრულება. მოგვეცით საშუალება, მივიდეთ ბრალდებულთან და დავიწყოთ სასამართლო განჩინების აღსრულება. აღსრულების მომენტში მოგცემთ განჩინებას", - განუცხადა სამართალდამცველმა მელიას ადვოკატებს. 

ამ წუთებში ენმ-ის ოფისთან მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.


close დახურვა