logo
ENG



პოლიციელი ყოფილი ქმრის მოკლული ქალის საქმეზე სტრასბურგმა საქართველოს დარღვევა დაუდგინა

10 თებ 202214:32
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ პოლიციელი ყოფილი ქმრის მიერ 19 წლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობის საქმეზე დარღვევა დაადგინა.

ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა დაადგინა.

სალომე ჯორბენაძე 2014 წლის 25 ივლისს ზესტაფონში მისმა ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ სამსახურებრივი საშტატო იარაღით მოკლა.

საია-ს თქმით, მკვლელობამდე სალომე მიმართავდა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოძალადისგან დაცვას ითხოვდა. მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული ზომები არ გატარდა. 

ამ საქმეს საია აწარმოებდა ორგანიზაციებთან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თანამშრომლობით.

სერგი საცერაძეს 2015 წლის 27 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა.


close დახურვა