საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ პოლიციელი ყოფილი ქმრის მიერ 19 წლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობის საქმეზე დარღვევა დაადგინა. სალომე ჯორბენაძე 2014 წლის 25 ივლისს ზესტაფონში მისმა ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ სამსახურებრივი საშტატო იარაღით მოკლა.