logo
ENG



პოლიციელს, რომელიც ლისის ტბაზე ბავშვს დაეჯახა, ბრალი წარედგინა

01 სექ 202017:31
3 წუთის საკითხავი
 
2a6ymykwc6xpyrp.jpg

საქართველოს პროკურატურამ პატრულ-ინსპექტორს ბრალი წარუდგინა  ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისთვის, რასაც არასრულწლოვნის გარდაცვალება მოჰყვა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციელს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინეს, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, ბერიტაშვილის ქუჩაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა ი.ც.-მ ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და მისი მართვის ქვეშ მყოფი საპატრულო პოლიციის ავტომანქანით, საავტომობილო გზაზე ქვეითად მოსიარულეს, 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანების გამო მ.გ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უახლოეს საათებში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - წერია პროკურატურის განცხადებაში.


close დახურვა