logo
ENG



პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა დაასახელა, გენინსპექციაში დაიბარეს

27 ივლ 202015:33
3 წუთის საკითხავი
clock 1563
t7u306dplsftsoa.jpg

პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ბაჩალიაშვილის მამამ დაასახელა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში დაიბარეს. ინფორმაცია „ფორმულას“ შსს-ში დაუდასტურეს.

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამამ დღეს დაასახელა ის პიროვნება, ვინც მას უთხრა, რომ მისი შვილის კომპიუტერი გახსნა და ის „შარში იყო“. ჯუმბერ ბაჩალიაშვილის ინფორმაციით, ის ლადო ბუჭულაშვილია.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნამდე, მისმა მამამ თქვა, რომ დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ დაკარგულის კომპიუტერი გახსნეს და ნახეს, რომ ის „დიდი პრობლემის წინაშე“ იყო.

ბაჩალიაშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით კი, ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის ცხედარის აღმოჩენამდე ერთი დღით ადრე ბაჩალიაშვილის ოჯახმა და მეზობლებმა ქვემო ფონიჭალაში აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს.

ოჯახის წევრები გამოძებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებდნენ.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.


close დახურვა