რა ღირს პოლიციის მაღალჩინოსნების ენთუზიაზმი აქტივისტებთან დაპირისპირებაში. ერთ-ერთი პირი, რომელიც დღეს სუს-ის შენობასთან აქტიურობდა თეიმურაზ კუპატაძე იყო. კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილის მატერიალური მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება.
ოპოზიციამ კუპატაძეს ბოლო პერიოდში შეძენილი უძრავი ქონება შეახსენა. ეჭვები შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის კორუფციაში ჩართულობასთან დაკავშირებით პირველად არ გაჩენილა. პრობლემური იყო კუპატაძის დეკლარაციაც. მაღალი თანამდებობის პირს დღეს განუმარტეს, რა პირადი მოტივაცია აქვს, როცა ოპოზიციას უპირისპირდება.