პოლონეთი მომდევნო კვირაში NATO-ს სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის შესახებ განაცხადის შეტანას აპირებს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.
„NATO-ს შემდეგ სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის შესახებ განაცხადს ოფიციალურად შევიტანთ“ - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
კითხვაზე, არსებობს თუ არა უკრაინაში ამგვარ მისიაზე NATO-ს წევრებს შორის კონსენსუსი, პოლონეთის პრემიერმა განაცხადა, რომ პოლონეთი აქტიურადაა ფორუმში ჩართული და ისინი NATO-სა და ევროკავშირს მომდევნო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
„პოლონეთი ამ ფორუმში ძალიან აქტიურია, როგორც NATO-ში ასევე ევროკავშირში და ჩვენ ვართ ისინი, ვინც მათ მომდევნო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
როცა ბომბები პოლონეთის საზღვართან უფრო და უფრო ახლოს ცვივა ჩვენ, რა თქმა უნდა გამოვიყენებთ ამას, როგორც არგუმენტს, იმ კონტექსტში, როცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ყველაზე მეტ არგუმენტს წარმოადგენს, ასევე კიევში მისიის პერიოდში ჩვენ მიერ შედგენილი არგუმენტებშიც“, - განაცხადა მორავიეცკიმ
უკრაინაში NATO-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა პოლონეთის ვიცე პრემიერი, იაროსლავ კაჩინსკიც, რომელიც 15 მარტს ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერმინისტრებთან ერთად კიევში ჩავიდა.