logo
ENG



პოლონეთი ეუთოს მინისტერიალისთვის ლავროვს თავის ტერიტორიაზე არ დაუშვებს

19 ნოე 202201:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/19/8xho0iatf2nadqs.jpeg

პოლონეთი ეუთოს მინისტერიალისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თავის ტერიტორიაზე არ დაუშვებს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

პრესსპიკერი ლუკაშ იასენმა დადებითად უპასუხა AFP-ს კითხვას, ეთქვა თუ არა მოსკოვს უარი ეუთოს დეკემბრის შეხვედრაზე, რომლის წევრიც რუსეთიცაა.

მიმდინარე წელს პოლონეთი თავმჯდომარეობს ეუთოს, რომლის მინისტერიალიც ლოძში 1-2 დეკემბერს გაიმართება.

კითხვაზე, ელოდებიან თუ არა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტს, იასინმა უპასუხა:

"ჩვენ არ ველოდებით ლოძში ლავროვის ვიზიტს".

განცხადებაში, რომელიც პოლონეთმა გაავრცელა, აღნიშნულია, რომ "დელეგაციები ევროკავშირის რეგულაციებს უნდა იყოს მორგებული და არ უნდა მოიცავდეს პირებს, რომლებიც სანქციების სიაში არიან მოხვედრილნი".

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა რუსი მაღალჩინოსნების დიდი ნაწილს, მათ შორის სერგეი ლავროვს სანქციები დაუწესა.


close დახურვა