პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ინიციატივით გამოდის, რომ უკრაინა ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიიღონ.
როგორც დუდა აღნიშნავს, წევრობა უკრაინას დაუყოვნებლივ უნდა მიენიჭოს, ხოლო მოლაპარაკებები წევრობასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს.
გარდა ამისა, პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას უფლება უნდა ჰქონდეს ევროკავშირის რესურსებზე წვდომა ჰქონდეს.
"უკრაინა ამას იმსახურებს", - განაცხადა ანდჟეი დუდამ.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.