logo
ENG



პოლონეთი კალინინგრადის ოლქთან საზღვარზე ბარიერს ააშენებს

03 ნოე 202210:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/03/ztxao756zgjoa1b.jpg

პოლონეთის ხელისუფლება გეგმავს, რუსეთის კალინინგრადის ოლქთან საზღვარზე ბარიერი ააშენოს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა. მან აღნიშნული გადაწყვეტილება განმარტა იმით, რომ რუსეთმა შესაძლოა მიგრანტები პოლონეთში მიზანმიმართულად გაგზავნოს.

"კალინინგრადის აეროპორტი ახლა იღებს რეისებს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან. გადავწყვიტე მივიღო ზომები, რათა გავაძლიერო პოლონური საზღვრის დაცვა", - თქვა ბლაშჩაკმა. მისივე განცხადებით, სამუშაოები უკვე დაიწყო. ეს იქნება მავთულხლართისგან შემდგარი კედელი, რომლის სიმაღლე 2,5მ იქნება, ხოლო სიგანე 3მ.

კალინინგრადის ოლქის ხელისუფლების წარმომადგენლები Ria Novosty-სთან ამბობენ, რომ პოლონეთის გეგმები "პოპულიზმია", რადგან რუსეთის მხრიდან მსგავსი ბარიერი უკვე აშენებულია.

გასულ წელს პოლონეთმა ბარიერის მშენებლობა დაიწყო ბელარუსის საზღვრის გასწვრივ მას შემდეგ, რაც აზიიდან და აფრიკიდან ჩასული ათასობით მიგრანტი პოლონეთში გადასვლას ცდილობდა. პოლონეთმა და სხვა ქვეყნის ხელისუფლებებმა ბელარუსი აღნიშნული პროცესის ორგანიზებაში დაადანაშაულეს.


close დახურვა