logo
ENG



პოლონეთის თქმით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისას რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა

24 მარ 202413:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/24/crr7wnlfi7q7jkn.jpg

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აცხადებს, რომ გუშინ ღამით, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმისას ერთ-ერთი რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.

როგორც პოლონეთის შეიარაღებული ძალები ამბობს, რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში 39 წამის განმავლობაში გაჩერდა.

"4:23 საათზე პოლონეთის საჰაერო სივრცეში ერთ-ერთი რაკეტა შეიჭრა, რომელიც დღეს ღამით რუსეთის ფედერაციის შორ მანძილზე მყოფმა ავიაციამ გაუშვა. დარტყმის სამიზნე დასავლეთ უკრაინის ქალაქები იყო.

პოლონეთის არმია მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას უკრაინის ტერიტორიაზე და მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფება, რათა პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება უზრუნველყოს",  - განაცხადა პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ.


close დახურვა