logo
ENG



პოლონეთის მმართველი პარტია უმრავლესობას კარგავს - Ipsos-ის ეგზიტპოლის შედეგები

15 ოქტ 202323:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/15/5l3z29zz5a3lymr.png

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. Ipsos-ის ეგზიტპოლის შედეგებით, მმართველ პარტიას (PiS) მხარი ამომრჩეველთა 36.8%-მა დაუჭირა, რაც 460-ადგილიან პარლამენტში 200 მანდატს ნიშნავს.

თუ ეს ეგზიტპოლი გამართლდა, მმართველი პარტია უმრავლესობას კარგავს.

რაც შეეხება ოპოზიციას, ეგზიტპოლის მიხედვით, უმსხვილესი ოპოზიციური პარტია, KO-მ, რომლის ლიდერიცაა დონალდ ტუსკი, ხმების 31,6%-ს მიიღებს, რაც 163 მანდატია.

ეგზიტპოლის მიხედვით, მესამე ადგილზეა "მესამე გზა" 13%-ით, მეოთხეზე კი ახალი მემარცხენეები - 8.6%-ით.

 


close დახურვა