logo
ENG



პოლონეთის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა და დღეს ვერხოვნა რადას სიტყვით მიმართავს

22 მაი 202211:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/22/hkbach1i2ccw13o.jpg
Jakub Szymczuk / KPRP

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა კიევში ჩავიდა. პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ის დღეს უკრაინის პარლამენტს, ვერხოვნა რადას, სიტყვით მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, როცა სხვა ქვეყნის პირველი პირი ვერხოვნა რადას წინაშე წარდგება.

„პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაშია. კვირას ის კეივში, ვერხოვნა რადას მიმართავს, იქნება პირველი უცხო ქვეყნის პირველი პირი ომის დაწყებიდან“ – წერია პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.


close დახურვა