logo
ENG



პოლონეთის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს: სააკაშვილის დაკავება საქართველოს იმიჯს ლახავს

10 ნოე 202116:08
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/10/bm7pqzmdd2sn782.jpg
polskieradio

პოლონური საზოგადოებრივი რადიოს ცნობით, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან საუბარში თქვა, რომ სააკაშვილის დაკავება საქართველოს იმიჯს ლახავს.

"პატივს ვცემ საქართველოს სასამართლო სისტემას, მაგრამ, სააკაშვილის დაკავება ქვეყნის იმიჯს ლახავს, პოლონეთს ახსოვს სააკაშვილი, როგორც ლეხ კაჩინსკის მეგობარი, რომელმაც კაჩინსკის საქმის მშვიდობიანი გადაწყვეტა ითხოვა" - უთხრა სალომე ზურაბიშვილს ანჯეი დუდამ, Polske Radio-ს თანახმად.

Polske Radio ასევე წერს, რომ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს, ის საქართველოში რვა წლის შემდეგ, ადგილობრივი არჩევნების წინ ჩავიდა და მას ქართულმა სასამართლომ თავისუფლება აღუკვეთა, სალომე ზურაბიშვილმა კი გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს.

დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობიდან 41-ე დღეა. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  საქართველოს მესამე პრეზიდენტს  პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს.


close დახურვა