პოლონეთის სეიმმა პრემიერმინისტრად დონალდ ტუსკი აირჩია.
მას ხმა 248 დეპუტატმა ხმა მისცა, 201 წინააღმდეგი იყო.
"მინდა, მადლობა გადავუხადო პოლონელ ქალებსა და კაცებს. მადლობა, პოლონეთო. არაჩვეულებრივი დღეა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ღრმად სწამდა ამ წლების განმავლობაში, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, რომ ჩვენ განვდევნიდით სიბნელესა და ბოროტებას. ეს არის ის, რაც მოხდა"- თქვა ტუსკმა პრემიერმინისტრად არჩევის შემდეგ.
მანამდე, პოლონეთის სეიმმა მატეუშ მორავიეცკის დროებით მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა.
პოლონეთის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ტუსკი 2007-2014 წლებშიც იყო. ის ასევე იკავებდა ევროპული საბჭოს თავმჯდომარის პოსტს.