logo
ENG



პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

28 აპრ 202312:04
3 წუთის საკითხავი
 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის წევრებმა თქვეს, პოლონელ მინისტრთან ისინი ევროკავშირის რეკომენდაციებზე, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საკითხებზე ისაუბრებენ.

"სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის მოთხოვნების დიდი ნაწილი შესრულებული არ არის, ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად გაიზარდოს ზეწოლა მაქსიმალურად ხელისუფლებაზე უახლოეს თვეებში, რომ ეს ვითარება შევცვალოთ და ქვეყანამ არ დაკარგოს ისტორიული შანსი. რა თქმა უნდა, პოლიტიზებული მართლმსაჯულებაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. ამიტომ, აუცილებლად მექნება საუბარი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე"- თქვა ლელოს წევრმა სალომე სამადაშვილმა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გუშინ ის შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს.

 


close დახურვა