პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ პოლონეთში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
"დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება განვიხილეთ. გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობის დაცვა და აპოლიტიკური მოქმედება თბილისის ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციისათვისაა მნიშვნელოვანი", - წერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის გვერდზე.
Deteriorating health of @SaakashviliM after his arrest was discussed today in Polish MFA with chargé d'affaires of @GeoEmbPoland