სლოვაკეთის ხელისუფლებამ უკრაინისთვის MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემა დაადასტურა.
სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ზრდიან.
სლოვაკეთი მეორე ქვეყანაა, ვინც კიევს MiG-29 თვითმფრინავებს გადასცემს. ამავე შეიარაღების გადაცემა გუშინ პოლონეთმა გამოაცხადა.
MiG-29 თვითმფრინავების ფლოტმა სლოვაკეთის შეიარაღებიდან გასულ ზაფხულს მოიხსნა. 11 თვითმფრინავიდან უმეტესობა არაა მუშა მდგომარეობაში, თუმცა სლოვაკეთი უკრაინას იმ თვითმფრინავებს გაუგზავნის რომლებიც გამართულად მუშაობენ დანარჩენი კი ნაწილების სახით გადაეცემათ.
სლოვაკეთი უკრაინას ასევე გადასცემს KUB-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს.
NATO-ს წევრი ყოფილი საბჭოთა ქვეყნები პუტინის ჯარის შეჭრის შემდეგ უკრაინისადმი მხარდაჭერას მკაფიოდ გამოხატავენ.
პოლონეთი იყო პირველი, ვინც განაცხადა, რომ უკრაინას MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს.
პრეზიდენტის ანდჟეი დუდას თქმით, თვითმფრინავებს, რომლებიც პოლონეთმა ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან მიიღო, უკრაინას უახლოეს დღეებში გაუგზავნიან.