logo
ENG



პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან ახალი სამხედრო დაჯგუფება განათავსა

12 აგვ 202322:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/12/jbj0swq29tykwuy.jpeg

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან ახალი სამხედრო დაჯგუფება განათავსა.

"მე გადავწყვიტე, შემექმნა ოპერატიული სამხედრო დაჯგუფება, რომელთა ამოცანა იქნება პოლონური არმიის მომზადება აქ, საველე პირობებში, პოდლიასკის სავოევოდოში და ასევე დახმარება, თუ პოლონურ-ბელარუსულ საზღვარზე ვითარება გაუარესდებაა", - განაცხადა მინისტრმა.

12 აგვისტოს თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა აღმოსავლეთ პოლონეთში, სადაც მსახურობენ პოლონეთის არმიის ჯარისკაცები, რომლებიც მხარს უჭერენ სასაზღვრო დაცვას ოპერაციებში. 

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ახალი სამხედრო დაჯგუფების მიზანია მომზადება და თავდაცვა.

"ამ სამხედრო ოპერატიული ჯგუფის ხასიათი - წვრთნა და თავდაცვაა. სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობის ქვეშ ოპერაცია GRYF გვაქვს, რომლის მიზანიც საზღვრის დახურვასა და გამაგრებაში მდებარეობს. ამ ოპერაციაში პოლონური არმიის 4 ათასამდე ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას", - განაცხადა ბლაშჩაკმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ჯარების განლაგებას კრემლი საკუთარ პროპაგანდად გამოიყენებს. ბლაშჩაკმა დასძინა, რომ პოლონეთის არმია, მიუხედავად დეზინფორმაციული კამპანიებისა, აპირებს აგრესორის შეკავებას.

"გაითვალისწინეთ ეს, როდესაც გაიგებთ კრემლის პროპაგანდას, რომელიც იტყვის, რომ პოლონეთის არმია იკრიბება საზღვართან. ეს მართალია, მაგრამ პოლონეთის არმია აგრესორის შეკავებას აპირებს. ასეა და ასე იქნება, მიუხედავად ამ სხვადასხვა დეზინფორმაციული კამპანიისა", - განაცხადა მინისტრმა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, საერთო ჯამში საზღვარზე 10 ათასამდე ჯარისკაცი იქნება.


close დახურვა