logo
ENG



პოლონეთში სამართალდამცველებმა კარანტინის საწინააღმდეგო აქცია დაშალეს

17 მაი 202012:30
3 წუთის საკითხავი
 

პოლონეთში სამართალდამცველებმა აქცია დაშალეს. დემონსტრაციაზე, რომელიც კორონავირუსის გამო მიღებული კარანტინის წინააღმდეგ მოეწყო, ათობით ადამიანი დააკავეს.

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი აირიც გამოიყენა. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.  

ადგილობრივი მედიის ცნობით, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც შეკრებილებმა სამართალდამცველების წინააღმდეგ აგრესია გამოხატეს. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა კარანტინის გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურება იყო.


close დახურვა