logo
ENG



პოლონეთში ქურდობის და პოლიციისთვის ქრთამის შეთავაზების გამო საქართველოს მოქალაქე დააკავეს

24 დეკ 202301:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/24/1wowrwuqxyimn23.jpg

პოლონეთში 7 000 დოლარის ქურდობისა და პოლიციელისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, 43 წლის საქართველოს მოქალაქემ თანხა ავარიაში მოყოლილი ავტომობილიდან ამოიღო და მძღოლის უყურადღებობით ისარგებლა.

პოლიციაში ამბობენ, რომ დაკავებულმა შეამჩნია, როგორ დატოვა მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა კარი ჩაუკეტავი და თანხა სწორედ ამ დროს აიღო. ფაქტი ქონებრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ქალაქის ცენტრის უფროსმა შეამჩნია - ბრალდებულმა დაკავებისგან თავის არიდების მიზნით მოპარული თანხა პოლიციელს ქრთამის სახით შესთავაზა. საქმე ორი მუხლით არის აღძრული და 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა