logo
ENG



პოლონელი ექიმები სააკაშვილის მკურნალობის პროცესში

03 მარ 202320:05
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის დემარშის შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმები ჩამოდიან. ექსპერტთა ჯგუფის გამოგზავნის შესახებ თავდაპირველად ფორმულას წყარომ ბრიუსელიდან აცნობა, მალევე ინფორმაცია გავრცელდა პოლონურ მედიაში. იუსტიციის სამინისტრო კი ამ დრომდე დუმს.

ივანიშვილის მთავრობას არ სურს აღიაროს, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საპროტესტო გზავნილის შემდეგ უკან დახევა უწევს. პოლონელ ექიმებს სააკაშვილი სავარაუდოდ კიდევ უფრო დასუსტებული დახვდებათ, "მე მომწამლეს საკანში... უცხოელი ექიმების გუნდმა აღმოაჩინა მძიმე მეტალების ნარჩენები ფრჩხილებსა და სისხლში... ყოველ დღე უფრო და უფრო ვიწურები", - წერს სააკაშვილი ფრანგ ჟურნალისტს.


close დახურვა