logo
ENG



პომპეო: გახარიასთან შეხვედრისას სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ

18 ნოე 202015:15
3 წუთის საკითხავი
clock 2085
2020/11/18/hxu9iu1q1tjil9h.png

მაიკ პომპეო პრემიერმინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე წერს, რომ შეხვედრაზე რუსულ ოკუპაციასთან ერთად, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

"მოხარული ვარ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის გამო, სადაც სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ საქართველოში.  მე კიდევ ერთხელ დავადასტურე აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, რუსული ოკუპაციის საპასუხოდ", - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. 

შეხვედრის შესახებ ამერიკის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ პომპეომ სახელმწიფო თანამდებობის პირებთან შეხვედრისას სასამართლო და საარჩევნო რეფორმების მნიშნვნელობაზეც ისაუბრა

თავად ზალკალიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანს "პირდაპირი ჩარევით" არ შეუფასებია საარჩევნო გარემო საქართველოში, რადგან ეს "ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესია". 

"არ ყოფილა მისი მხრიდან პირდაპირი ჩარევა, ეს ჩვენი შიდა პოლიტიური პროცესია. 

ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, არც არის ეს მათი სურვილი, მათი სურვილია, საქართველოში იყოს სტაბილური გარემო", - განაცხადა ზალკალიანმა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ვიზიტი უკვე დაასრულა და ქვეყანა დატოვა. 


close დახურვა