logo
ENG



პომპეომ გახარიასთან შეხვედრაზე ყურადღება საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე გაამახვილა

18 ნოე 202011:14
3 წუთის საკითხავი
clock 624
2020/11/18/3y9fhjirkqu80uz.jpg

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პრემიერ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე.

"სახელმწიფო მდივანი პომპეო პრემიერმინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე", - ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ წუთებში კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საპატრიარქოში ილია მეორეს ხვდება.

მანამდე პომპეო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.

საპატრიარქოში ვიზიტის შემდეგ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება, რის შემდეგაც საქართველოს დატოვებს.

პარალელურად ოპოზიცია და აქტივისტები რამდენიმე ლოკაციაზე მდუმარე აქციას მართავენ.

პომპეო საქართველოს გუშინ, 17 ნოემბერს ეწვია.


close დახურვა