logo
ENG



პომპეოს თქმით, აშშ-ს აქვს მტკიცებულება, რომ ჩინეთმა კორონავირუსზე ინფორმაცია დამალა

04 მაი 202009:37
3 წუთის საკითხავი
clock 333

შეერთებულ შტატებს გააჩნია მტკიცებულება, რომ კოვიდ 19-თან დაკავშირებული ვითარების შესახებ ინფორმაციის დასამალად ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა. ამის შესახებ მაიკ პომპეომ „ეი-ბი-სი ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ ამის დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულება არსებობს, ზოგიერთი მათგანი კი საჯაროა. მაიკ პომპეომ ჩინეთის ხელისუფლებას დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებაშიც დასდო ბრალი.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განმარტა, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ. მანამდე ავსტრალიური მედია სადაზვერვო კავშირი „ხუთი თვალის" მოხსენებაზე დაყრდნობით წერდა, რომ ჩინეთი განზრახ უშლიდა ხელს ახალი კორონავირუსის შესახებ მტკიცებულებების გავრცელებას მის ადრეულ ეტაპზე.


close დახურვა