logo
ENG



პორტლენდი ფლეიოფში ითამაშებს

16 აგვ 202012:21
3 წუთის საკითხავი
clock 500

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეიოფის ყველა მონაწილე ცნობილია. რეგულარული ეტაპის დასრულების შემდეგ გასარკვევი იყო მხოლოდ ერთი გუნდის ვინაობა, რომელიც პლეიოფში დასავლეთის კონფერენციის ლიდერ „ლეიკერსს" შეუწყვილდებოდა.

ამ პოზიციისთვის  იბრძოდნენ პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი და მემფის გრიზლისი. მეოთხე პერიოდამდე წინ გრიზლისი იყო, გადამწყვეტ თორმეტწუთეულში კი ბლეიზერსმა 37:28 იმარჯვა და საბოლოო ანგარიშიც თავის სასარგებლოდ დააფიქსირა – 126:122.

პორტლენდი ფლეიოფის პირველ რაუნდში 19 აგვსიტოს ლეიკერსს დაუპირისპირდება. 


close დახურვა