logo
ENG



პორტუგალია რუსეთის საელჩოს 10 წარმომადგენელს გააძევებს

06 აპრ 202200:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/06/tuemcwfz4lydu81.jpg

პორტუგალია რუსეთის საელჩოს 10 წარმომადგენელს გააძევებს. 

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ადამიანები, რომლებიც პერსონა ნონ გრატად გამოცხადდებიან, საფრთხეს უქმნიან პორტუგალიის ეროვნულ უსაფრთხოებას. 

რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს ქვეყნის დასატოვებლად 2 კვირას მისცემენ. 

ამასთან, არც ერთი მათგანი არ არის "კარიერული დიპლომატი". 

"პორტუგალიის მთავრობა კიდევ ერთხელ მტკიცედ და მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის ტერიტორიაზე". - ნათქვამია განცხადებაში. 

პორტუგალიის გარდა, რუსეთის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები გააძევეს იტალიამ, შვედეთმა, ესპანეთმა, ესტონეთმა, დანიამ და ლატვიამ. 19 რუსი დიპლომატი ადამიანი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ევროკავშირმა. 


close დახურვა