რაც გინდათ, ის დაარქვით, ირაკლი ღარიბაშვილს უკვე აქვს სახელი - ყოფილი პრემიერმინისტრი, თუმცა ეს რეგალია ღარიბაშვილისთვის უცხო არ არის, ივანიშვილმა ის მეორედ გაუშვა პრემიერობიდან. მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს მძიმე პოლიტიკური წარსული აქვს - ღარიბაშვილის მეორე პრემიერობა ნიკა მელიას დაკავებით დაიწყო, ამას მოჰყვა 5 ივლისი და კორუფციული სკანდალები.