logo
ENG



პრაისი: აშშ მიესალმება EU-ს გადაწყვეტილებას რუსული ნავთობის აკრძალვაზე

01 ივნ 202200:36
3 წუთის საკითხავი
 
პრაისი: აშშ მიესალმება EU-ს გადაწყვეტილებას რუსული ნავთობის აკრძალვაზე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მიესალმება ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსული ნავთობის აკრძალვასთან დაკავშირებით.

"მივესალმებით ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების ნაბიჯებს, რომლებიც რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირებას ითვალისწინებს. ისინი ამას ცდილობენ ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციისა და მოხმარების შემცირების, ასევე ჩვენი საერთო კლიმატის მიზნების შესაბამისად", - თქვა პრაისმა ბრიფინგზე.

ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც ითვალისწინებს რუსული ნავთობის აკრძალვასა და SWIFT-ის სისტემიდან სბერბანკის გათიშვას. სანქციები იმპორტირებული რუსული ნავთობის 75%-ს შეეხება. წლის ბოლოსთვის კი ევროპაში რუსული ნავთობის 90% აიკრძალება.


close დახურვა