logo
ENG



პრაისი: ვგმობთ რუსეთის საარჩევნო უბნების მოწყობას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში

24 სექ 202102:04
3 წუთის საკითხავი
 
პრაისი: ვგმობთ რუსეთის საარჩევნო უბნების მოწყობას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში

აშშ-ს შეერთებული შტატები გმობს რუსეთის დუმის არჩევნებისთვის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საარჩევნო უბნების გახსნას. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ტვიტერზე დაწერა.

"შეერთებული შტატები სწუხს რუსეთის რეპრესიული ქმედებების გამო, რომლებიც რომლებიც ძირს უთხრის დუმის არჩევნების თავისუფლებას, სამართლიანობასა და სანდოობას. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების განთავსებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიებზე მათი ნებართვის გარეშე", - წერს პრაისი.

16-19 სექტემბერს რუსეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. რუსეთის ცესკოს თანახმად, არჩევნებში ვლადიმერ პუტინის პარტიამ პარტიამ ერთიანმა რუსეთმა გაიმარჯვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგების მასობრივ გაყალბებაზე საუბრობს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთს 20-მდე უკანონო საარჩევნო უბანი ჰქონდა გახსნილი. 


close დახურვა