logo
ENG



პრაღის მერი, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან მოწამვლის სამიზნე გახდეს

28 აპრ 202012:41
3 წუთის საკითხავი
 

პრაღის მერს, ზდენეკ ჰრიბს უკვე რამდენიმე კვირაა პოლიცია იცავს. გავრცელებული ინფორმაციით, ჰრიბი და კიდევ ერთი ჩეხი პოლიტიკოსი, ონდრეი კოლარი, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან მოწამვლის გეგმის სამიზნეები გამხდარიყვნენ.

როგორც ადგილობრივი გამოცემები წერენ, მოწამვლის გეგმა მერის იმ გადაწყვეტილებას უკვავშირდება, რომლის მიხედვითაც პრაღაში რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანს მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის სახელი დაერქვა. რაც შეეხება კოლარს, რომელიც პრაღის მეექვსე რაიონის მერია, მისი გადაწყვეტილებით საბჭოთა კავშირის დროს დადგმული ძეგლი აიღეს.


close დახურვა