საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებას დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტს მიღებაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა უმასპინძლა. მიღებაზე ბერლინის კედლის აღების შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„ეს არის უზარმაზარი დღე მთელი მსოფლიოსთვის. ნიშანდობლივია, რომ ამდენი ადამიანი დღეს შეიკრიბა იმისთვის, რომ თავისუფლების დღე აღვნიშნოთ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ სიცოცხლისკენ და თავისუფლებისკენ მისწრაფება ყოველთვის იმარჯვებს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.