logo
ENG



პრეზიდენტი გახარია-ხაზარაძეზე: ვეპატიჟები 3 საათზე სადილად, მანამდე რაც უნდათ, ის გააკეთონ

17 სექ 202411:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/17/wu1afejdmvw2lsh.jpeg

"მე ვეპატიჟები სამ საათზე სადილად ორივეს და მანამდე რაც უნდათ, ის გააკეთონ"- ასე პასუხობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ძლიერი საქართველოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ გიორგი გახარიასთან პირადი შეხვედრა დღეს ვერ ხერხდება.

მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ სანამ პრეზიდენტთან შეხვედრა შედგება, მნიშვნელოვანია, მან და გახარიამ განსაზღვრონ, აქვთ თუ არა საერთო ხედვა.

"მე ვეპატიჟები სამ საათზე სადილად ორივეს და მანამდე რაც უნდათ, ის გააკეთონ. შეხვდნენ, პირიქით ძალიან კარგი იქნება"- ამბობს სალომე ზურაბიშვილი TV პირველთან.

გუშინ, 16 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზარაძე და გახარია წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპის გასამართად ორბელიანების სასახლეში მიიწვია.


close დახურვა