სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს სთხოვს, მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსს მიცემას.
მან ვიდეომიმართვები ჩაწერა და გაავრცელა.
სალომე ზურაბიშვილმა მიმართა პოლონეთის, ხორვატიის, გერმანიის, საფრანგეთის, ირლანდიის, იტალიის პრეზიდენტებს და ბელგიის, დანიის, შვედეთის, ნიდერლანდების პრემიერმინისტრებს.
"ბატონო პრეზიდენტო, საქართველო და პოლონეთი იზიარებენ საერთო ტრაგიკულ წარსულს - ოკუპაციის, ევროპული ოჯახიდან მოწყვეტის წარსულს. მაშინ, როცა ევროპულმა საბჭომ ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, საქართველოს, როგორც ყოველთვის, აქვს პოლონეთის სოლიდარობის, მეგობრობის და ძმობის იმედი, რომ მხარს დაუჭერს ჩვენს ევროპისკენ მიმავალ გზას". - ამბობს პრეზიდენტი ანჯეი დუდასადმი მიმართვაში.
"ბატონო პრეზიდენტო, გერმანიამ თავისი ისტორიიდან იცის, რომ ევროპელებს ერთმანეთისგან კედლები არ უნდა ჰყოფდეთ. როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მეგობარი და პარტნიორი, გვაქვს იმედი, რომ საქართველოს დაეხმარებით თავის ევროპულ გზაზე ამ გადამწყვეტ მომენტში". - მიმართავს სალომე ზურაბიშვილი ფრანკ უოლტერ შტაინმაიერს.
17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის - არა.
24 ივნისს ევროპული საბჭო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.