logo
ENG



პრეზიდენტი თავდაცვის ძალებს: თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ

30 აპრ 202015:39
3 წუთის საკითხავი
 
3czpc17j38vptfs.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

„თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ და ამ რთულ ეტაპზე თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია! გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. ქართული ჯარის დაარსებიდან 29 წელი გავიდა. 1990 წლის დეკემბერში უზენაესი საბჭოს დადგენილებით ეროვნული გვარდია შეიქმნა. 1991 წლის 24 აპრილის განკარგულებით კი, წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ბრძანება გამოიცა და 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ აქედან იწყება თანამედროვე ქართული ჯარის დაარსების ისტორია.


close დახურვა